GeoPRAS სიმპოზიუმი ქართველი ექიმებისთვის კოლხიდაზე!
დაესწარი GEOPRAS სიმპოზიუმს კოლხიდა კონგრესის ფარგლებში და დააგროვე 12+2 უპგ ქულა!
მე-18 საერთაშორისო კონგრესი პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით, კოლხიდა 2024, კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი კონფერენციაა, სადაც საშუალება გაქვთ გაეცნოთ უახლოეს მიღწევებს ესთეტიკურ მედიცინაში. კონგრესი კომპანია აპტოსის ორგანიზებით იმართება ყოველწლიურად, 2007 წლიდან და ნელ-ნელა იქცა კავკასიის რეგიონში ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით ყველაზე დიდ კონფერენციად, რომელსაც არაერთი ექიმი ყოველწლიურად მოელის, რათა აიმაღლოს კვალიფიკაცია თავის სფეროში, დაესწროს საინტერესო გამოსვლებს, გაიგოს და ისწავლოს ესთეტიკურ მედიცინაში მიმდინარე სიახლეების შესახებ პირველწყაროებისგან: მსოფლიოში აღიარებული და წამყვანი სპეციალისტებისგან.
კონგრესზე დამსწრეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და 2024 წელს თბილისში 1500-ზე მეტ ექიმს ველით მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, ონლაინ კი, პირდაპირი ტრანსლაციით, 5000-მდე მაყურებელი შეძლებს ჩაერთოს სესიებს, უყუროს ლაივ დემონსტრაციებსა და პროცედურებს.
არაერთ საინტერესო სესიას პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული 160-ზე მეტი მომხსენებელი წარუძღვება. მათი სრული სია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.
ქართველი ექიმებისთვის:
კოლხიდა კონგრესის ფარგლებში, GeoPRAS (Georgian Society for Plastic Reconstructive and Aesthetic Surgery) სიმპოზიუმი გაიმართება. საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება GeoPRAS წლებია კომპანია აპტოსთან თანამშრომლობს. დელეგატებს საშუალება ექნებათ დაესწრონ სესიებს ქართულ ენაზე პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით და მიიღონ უპგ (უწყვეტი პროფესიული განვითარების) კრედიტები. ხსენებული კრედიტების დაგროვება ქართული კანონმდებლობით 2024 წლიდან სავალდებულო გახდა.
🔹5 ივლისს, პლასტიკური ქირურგიის სესიებზე დასწრების შემთხვევაში, დელეგატები მიიღებენ 2 უპგ ქულას. გაითვალისწინეთ, 5 ივლისის სესიები გაიმართება ინგლისურ ენაზე.
🔹6-7 ივლისს, გაიმართება GeoPRAS სიმპოზიუმი სპეციალურად ქართველი ექიმებისთვის. სესიები ჩატარდება ქართულ ენაზე, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით და დამსწრე დელეგატები მიიღებენ 12 უპგ ქულას.
სახისა და სხეულის სტრუქტურული რეკონსტრუქცია, სახის გაახალგაზრდავება, ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა – GeoPRAS სიმპოზიუმის მთავარი თემებია. სესიების სრული ჩამონათვალი და პროგრამა შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.
კოლხიდა კონგრესზე დასწრების ღირებულება სიმპოზიუმთან ერთად, სპეციალურად ქართველი ექიმებისთვის, მხოლოდ €300 გახლავთ (€550-ის ნაცვლად). რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სიმპოზიუმზე დასწრების ადგილები შეზღუდულია!
კონგრესის დასასრულს გაიმართება გალა ვახშამი რესტორან ფუნიკულიორში. დასწრების ღირებულება ქართველი ექიმებისთვის €200-ის ნაცვლად, მხოლოდ 100 ევროა.
ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის:
ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, 1500-ზე მეტ მონაწილესთან ერთად, მთელი მსოფლიოდან 5000-მდე ონლაინ მაყურებელი ადევნებს თვალს სამეცნიერო და სასწავლო სესიებსა და სემინარებს. ამ ფორმატით კოლხიდა 2024 არამხოლოდ ექიმებს, არამედ სტუდენტებსაც აძლევს საშუალებას პირდაპირ ეთერში უყურონ სესიებსა და ლაივ დემონსტრაციებს. ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ დასწრების ღირებულება 50 ევროა (€150-ის ნაცვლად) და რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულიდან.
საინტერესო ინფორმაცია კონგრესის შესახებ:
კონგრესის ისტორია 2007 წელს, საქართველოში დაიწყო. კონგრესის სახელის წარმოშობა ქართველებისთვის კარგად ნაცნობ კოლხეთს და მედეას ისტორიას უკავშირდება, რადგან სწორედ მედეა ითვლება მედიცინის პირველ დამაარსებლად და ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მედეას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა: ხანდაზმული ადამიანების გაახალგაზრდავების.
ესთეტიური მედიცინის ძირითადი მიზანიც ხომ ესაა.